რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს მორიგი გაფრთხილებით მიმართავს და ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდებს.
„მოდით, ვიცხოვროთ მეგობრულად, თორემ პასუხის გაცემა ჩვენც მოგვიწევს. ეს ყველასთვის აშკარა და გასაგები ჭეშმარიტება უნდა იყოს“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.








