პუტინი და ერდოღანი ბოლო ერთი თვის მანძილზე ერთმანეთს უკვე მეორედ შეხვდნენ

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში რიგით მეორე პირისპირი მოლაპარაკება გამართეს. რუსეთისა და თურქეთის ლიდერები ერთმანეთს ჩინეთის ქალაქ ჰანჩჟოუში შეხვდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ დიდი ოცეულის სამიტი გაიხსნა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სრულად აღდგენის საკითხები განიხილეს, თურქეთის ლიდერმა რუს კოლეგას ქვეყნის მიმართულებით ჩარტერული რეისების განახლების გამო მადლობაც გადაუხადა, ვლადიმერ პუტინმა კი თურქეთში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზება დადებითად შეაფასა.

banner
წინა სტატიაშისხვადასხვა სახის იარაღი და ნარკოტიკები – სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადედა ტერეზას დღეს წმინდანად შერაცხავენ