პუტინი და ასადი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ – რუსული მედია წერს პუტინის პრეს-მდივანის დიმიტრი პესკოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით. “ასადი სოჭს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა” – ამბობს პესკოვი.
ბაშარ ასადი რუსეთს ბოლოს 2017 წლის 20 ნოემბერს ესტუმრა. მაშინ პუტინმა სირიის ლიდერი თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს წარუდგინა.
შეხვედრის დეტალები არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიტრამპი და სტოლტენბერგი ერთმანეთს შეხვდნენ
შემდეგი სტატიარუსეთი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს