15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

პუტინი: ჩვენ არ დაგვიწყია ომი, არამედ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს ომი

სიმართლე იმაშია, რომ ჩვენ არ გვინდოდა და ჩვენ არ დაგვიწყია ომი, არამედ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს ომი. საჭირო არ იყო წლების განმავლობაში უკრაინაში აგრესიული ნაციონალიზმისა და რუსოფობიის წაქეზება იმ მიზნით, რომ ის რუსეთთან ბრძოლის ინსტრუმენტი გამხდარიყო,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

,,საჭირო არ იყო ნატოს-სგან ჩვენი ისტორიული ტერიტორიების სამხედრო ათვისება თავად ორგანიზაციის ინტერესებისთვის – იქ თავიანთი ბაზების დაგეგმვა.

საჭირო არ იყო კიევში რადიკალების სახელმწიფო გადატრიალებისთვის წაქეზება და შემდეგ ასეთი არსებითად უკანონო რეჟიმისთვის სხვადასხვა შეტევითი შეიარაღების მიცემა.

საჭირო არ იყო დონბასისა და ყირიმის მცხოვრებლებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების ორგანიზების გეგმების შედგენა. საჭირო არ იყო შეუიარაღებელი ხალხის ტანკებით გადავლა, რაკეტებით დაბომბვა, თვითმფრინავებიდან დახვრეტა და ცოცხლად დაწვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რუსები არიან ეროვნებითა და სულით[ipn]“, — განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშისამინისტრო ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია