პუტინი: ჩრდილოეთ კორეასთან ომზე ლაპარაკი არ ღირს

მოსკოვში გამართულ ენერგეტიკულ კვირეულზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხთან დაკავშირებით ომზე საუბარი მეტად საშიში ტენდეციაა.


,,მოდით პირდაპირ ვილაპარაკოთ. ფხენიანის განიარაღების მიზნით შეიძლება მასზე თავდასხმა განხორციელდეს? რა თქმა უნდა შეიძლება. კი მაგრამ, ამით მიზანი მიიღწევა? ეს უცნობია, რადგან, არავინ იცის, თუ რა იარაღს ფლობს ეს ქვეყანა და სად ინახავს მას. ჩრდილოეთ კორეა დახურული ქვეყანაა და ამიტომ მის შესახებ 100%-იანი ინფორმაციები არავის მოეპოვება. ასეთ შემთხვევაში განა ღირს ომზე ლაპარაკი? მე მგონი არა“, განაცხადა პუტინმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ვინც ძალის და მუქარის ენით ელაპარაკება ფხენიანს, ფაქტიურად მის გაძლიერებას უწყობს ხელს.
პუტინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოლიგონი რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ 200 კმ-ით არის დაშორებული და ამიტომ ეს საკითხი ამერიკაზე მეტად რუსეთს უფრო აწუხებს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: ქურთების რეფერენდუმის უკან ისრაელი დგას
შემდეგი სტატიაერაყის ხელისუფლება ქურთისტანს სანქციებს უწესებს