პუტინი, რომელიც ჩინეთში იმყოფება, უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრა პეკინში ფორუმის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ – ფარგლებში გაიმართა
„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია, არ შეიძლება არ გამოიწვიოს კმაყოფილება, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპის მრავალ ქვეყანასთან შენარჩუნებულია და განვითარებულია, ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთი“, – განაცხადა პუტინმა.