პუტინი Charlie Hebdo-ს გარეკანზე მოხვდა

ფრანგულმა სატირულმა ყოველკვირეულმა Charlie Hebdo-მ ჟურნალის გარეკანზე რუსეთის პრეზიდენტი განათავსა. ახალი ნომრის გარეკანი გამოცემის “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა. გარეკანი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ეხება, რომელიც 14 ივნისს იწყება რუსეთში. კარიკატურაზე პუტინი ტანკზე ზის, ტანკის ლულა ფეხბურთის კარებისკენ არის მიმართული. “რუსებო, წინ” – ასეთი წარწერა აქვს ნახატს.

banner
წინა სტატიაშიოსლო აშშ-ს სთხოვს ნორვეგიაში მათი სამხედრო კონტიგენტი გააორმაგოს
შემდეგი სტატია18:30-ზე პრემიერ მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს ?!