პუტინი: “ბრეკსიტი” რუსეთზე ზეგავლენას იქონიებს

პუტინმა ლენინი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულა

putiniბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას რუსეთზეც ექნება ზეგავლენა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოზე – განაცხადა პუტინმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი პროცესებში, რომელიც “ბრეკსიტს” უკავშირდებოდა, არ ჩარეულა და არც არასდროს უცდია ეს გაეკეთებინა – ტაშკენტში სამიტზე გამოსვლისას განაცხადა პუტინმა, რომელმაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა “ბრეკსიტში” რუსეთის ხელი დაინახა.
პუტინმა ამ განცხადებას “პოლიტიკური კულტურის დაბალი დონის გამოხატვა” უწოდა და დაამატა, რომ “ბრექსიტი” ევროკავშირის ანტიდასავლურ სანქციებზე არ იმოქმედებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ “ბრეკსიტის” ზეგავლენა რუსულ ეკონომიკაზე მინიმალური იყოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც ხმათა 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის უწყების ოთხი თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ბრიტანეთს მოუწოდა კავშირიდან გასვლის პროცედურები დააჩქაროს