უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მზად არ არის.
მისივე თქმით, პუტინი უკრაინისთვის საშიშროებად ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ იქცა, თუმცა ახლა ბირთვული იარაღის გასროლას ვერ გაბედავს.
„ვფიქრობ, ის მზად არ არის ამისათვის, რადგან ეშინია, ძალიან უყვარს თავისი სიცოცხლე, თუმცა დარწმუნებით ამას ვერ ვიტყვი, განსაკუთრებით ადამიანზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ რეალობასთან, რომელიც 21-ე საუკუნეშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.