რუსეთში მართლაც არსებობს ატომური ძრავის მქონე რაკეტის პროექტი

რუსეთში მართლაც არსებობს ატომური ძრავის მქონე რაკეტის პროექტი – “სიენენი” თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტეელარხის წყაროებმა, ჟურნალისტების თქმით, შეისწავლეს ამერიკის დაზვერვის მონაცემები რუსეთის შეიარაღებულ პროგრამაზე. ამ წყაროებზე დაყრდნობით, რუსული რაკეტები, ჯერჯერობით ორ წუთში მხოლოდ 35 კმ-ს გადიან – ეს ოთხი გამოცდიდან ყველაზე კარგი შედეგი იყო. ყველაზე მოკლე ფრენა ოთხ წამს გრძელდებოდა, რომლის დროსაც რაკეტამ 8 კილომეტრი იფრინა. “სიენენის” თქმით, რაკეტები გამოსცადეს 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით.

ამ პროექტის არსებობაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადმირ პუტინი საუბრობდა 1 მარტს. მაშინ მან 5 სიახლეზე ისაუბრა რუსეთის შეიარაღებაში. ატომური ძრავის მქონე რაკეტა ყველაზე დაუჯერებელ იარარად მიიჩნიეს მათ შორის. მის არსებობაზე ექსპერტების უმეტესობამ განაცხადა, რომ მსგავსი გამოგონება ძალიან ძვირი და ტექნიკურად იმდენად რთულია, რომ თითქმის შეუძლებელია.

ახლა “სიენენის” წყაროები ირწმუნებიან, რომ მსგავსი სამუშაოები მართლაც მიდის რუსეთში, მეტიც, მიდის რაკეტების საზაფხულო გამოცდები. ტელეკომპანიის წყაროების თქმით, რაკეტები ჯერჯერობით ვერ ანვითარებენ იმ სიჩქარეს, რომლის დროსაც ატომური ძრავი უნდა ჩაირთოს. ამიტომ, არის თუ არა ნამდვილად რაკეტები ატომური, დასკვნა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებიდან შეიძლება, რომელიც ამბობს, რომ ძრავი ჩაირთო.

ბრიტანული ფირმა Avro-ც აწარმოებდა ანალოგიურ რაკეტებს, თუმცაღა შემდეგ გაჩერდნენ ძრავის გამოცდამდე, აშშ-ში პროექტი დახურეს მას შემდეგ რაც ძრავის პროტოტიპი მიწაზე გამოსცადეს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სახელმწიფოს ადვოკატი – 2008 წლის 12 აგვისტოს „ისკანდერს“ გამოყენების შემთხვევაში გორის ცენტრალური მოედანი საერთოდ აღარ იარსებებდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს