პუტინი: რუსეთმა შესაძლოა ასადს თავშესაფარი მისცეს

პუტინი: რუსეთმა შესაძლოა ასადს თავშესაფარი მისცეს

პუტინი: რუსეთმა შესაძლოა ასადს თავშესაფარი მისცესრუსეთი სირიის კონფლიქტში როგორც ბაშარ ასადის არმიას უჭერს მხარს, ასევე შეიარაღებულ ოპოზიციასაც – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანულ “ბილდთან” ინტერვიუში.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც ასადის არმიას, ასევე შეიარაღებულ ოპოზიციასაც. რამდენიმე მათგანმა უკვე ხმამაღლა განაცხადა ამის შესახებ, ზოგიერთები კი დუმილს ამჯობინებენ, მაგრამ მუშაობა მიდის” – თქვა პუტინმა.
პუტინმა უარყო ის, რომ რუსეთის არმია ბომბავს ოპოზიციას და მშვიდობიან მოსახლეობას.
დეკემბრის ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მონაცემებით, რუსულ დაბომბვებს დაახლოებით 200 მშვიდობიანი ადამიანი ემსხვერპლა.

“ვფიქრობ, ამერიკელმა მფრინავებმა ავრანეთში შეცდომით დაბომბეს საავადმყოფო, სადაც “ექიმები საზღვრებს მიღმა” მუშაობდა. ადამიანები დაიღუპნენ, ექიმები დაზიანდნენ და მოკვდნენ კიდეც. ამაზე დასავლეთის მედია დუმს, არაფერს ამბობს, ან ძალიან მალე ივიწყებენ ყველაფერს” – განაცხადა პუტინმა.

ბაშარ ასადთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა დაუშვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთი მას თავშესაფარს მისცემს.
“ჩვენ ბატონ სნოუდენს მივეცით თავშესაფარი, ეს უფრო რთული იყო, ვიდრე ასადისათვის მიცემა” – თქვა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშივოისის გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე გახდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგერმანია: ლაიპციგში მიგრანტებზე მოძალადე თითქმის 200 გერმანელი დაკავებულია