პუტინი არჩევნებში სისუფთავეს ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არჩევნებში სისუფთავეს ითხოვს, განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
,,სისუფთავე არჩევნებში… ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი პუტინი ითხოვს და ითხოვს ყოველთვის, იქნება ეს საპარლამენტო არჩევნები თუ საპრეზიდენტო. როგორც სახელმწიფოს მეთაური, პუტინი ყოველთვის გამოდის მაქსიმალურად სუფთა და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად. განსხვავებული და უკონკურენტო ატმოსფერო არ უნდა იყოს. მისი აზრით, ეს მასა აბსოლუტურად არ სჭირდება, რადგან თვითონ თავს თვლის ძლიერი პოზიციების მქონე კანდიდატად,, განაცხადა პესკოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩავლილი საპრეზიდენტო არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა.
პესკოვისაგან განსხვავებულ შეფასებებს აძლევენ 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებს, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტები და ბლოგერები, რომლებმაც არჩევნებში ხმის მიცემის დროს არსებული დარღვევების  ასეულობით ვიდეო და ფოტო მასალა გამოაქვეყნეს, მედიასა და სოციალურ ქსელებში. დარღვევებზე საუბრობდა ასევე ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან. დარღვევად შეფასდა ასევე, რუსული ტელევიზიებით არჩევნების წინა საღამოს დოკუმენტური ფილმის ,,ყირიმის,, ჩვენება, რომელიც პუტინის აშკარა პროპაგანდას წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში“ევროვიზიის” პირველი გამარჯვებული გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაერდოღანი: კომუნისტებსა და მოღალატეებს სწავლის უფლებას არ მივცემთ