“პუტინი არ დაიწყებს ლოდინს, როდის მოემზადება NATO ომისთვის”, – აცხადებს გერმანელი ისტორიკოსი ზიონკე ნაიცელი “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში. პოსტდამის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ უკრაინაში ცეცხლის პოტენციური შეწყვეტა პუტინს სხვა სამხედრო აგრესიებისთვის გაუხსნის ხელ-ფეხს. უკვე გამოცხადებულია დიდი სამხედრო წვრთნები ბელარუსში, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
“ლიეტუვასა და ბალტიის სხვა ქვეყნებში შეშფოთებული არიან ამ მანევრების გამო, რადგან ყველამ ვნახეთ, რომ მსგავსი სამხედრო წვრთნა 2021 წელს წინ უძღოდა უკრაინაში შეჭრას”, – ამბობს ნაიცელი.
ექსპერტი ნატოს წევრ ქვეყნებს, პირველ რიგში კი გერმანიას მოუწოდებს, სწრაფად ადაპტირდეს და 21-ე საუკუნის ომისთვის მოემზადოს. “ბუნდესვერი არ არის მიჩვეული სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას”, – განაცხადა ნაიცელმა.
“შეიძლება დადგეს ის დრო ან შემოდგომაზე, ან უფრო გვიან, როცა რუსეთის ბრიგადა დადგება ესტონეთში, ნარვის ხიდზე და იტყვის: “ეს რუსეთის ტერიტორიაა!” – როგორი იქნება ჩვენი რეაქცია? ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავაგებინოთ პუტინს, რომ თუ ის ამ წითელ ხაზს გადაკვეთს, ჩვენთან საომარ სიტუაციაში აღმოჩნდება”, – ამბობს პროფესორი და ექსპერტი.