პუტინ-ერდოღანის შეხვედრის მთავარი მესიჯები

დღეს 3 მაისს, სოჭში მიმდინარე რუსეთისა და თურქეთისა პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერმა პრესასთან მოლაპარაკებების შედეგებზე იმსჯელეს და მნიშვნელოვანი მესიჯები გაახმოვანეს.

ვლადიმერ პუტინი: ,,ახლო წარსულის ურთერთობებში გაუგებრობებს გავუძელით… ნორმალიზაციის პერიოდიც გავიარეთ… პარტნიორობასა და მოკავშირეობას უბრუნდებით. თურქეთმა ურთიერთობების ნორმალიზაციის პერიოდი დაასრულა,, ,,სირიის პრობლემის პოლიტიკური გზით გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება,, ,,სირიაში არასაბრძოლო ზონების გამოცხადებაზე თურქეთთან და ირანთან აზრთა თანხვედრა გვაქვს… გუშინ ველაპარაკე აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც ასევე დახმარებას დაგვპირდა,, ,,ვაჭრობაში ეროვნული ვალუტების გამოყენებაზე შევთანხმდით,,

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ,,რუსეთისა და თურქეთის მიერ მომავალში გადადგმული ნაბიჯები რეგიონის ბედს შეცვლის,, ,,სირია ჩვენი ქვეყნისთვის 6 წელია ღია ჭრილობაა,, ,, რუსეთთან შეთანხმებით, სირიაში იდლიბის პროვინცია არასაბრძოლო რეგიონი გახდება,, ,,სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გარანტორობაზე პასუხისმგებლობას არ გავექცევით, თუმცა თურქეთის სამხრეთის საზღვრებთან მტრული ძალების ჩამოყალიბების და მუქარის საშუალებას არავის მივცემთ… ტერორიზმთან ბრძოლაში კი რუსეთის გვერდით ვიქნებით,, ,,ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნაზე შევთანხმდით… მხოლოდ პომიდორის ექსპორტზე შეზღუდვა და ვიზების საკითხები ვერ გადავწყვიტეთ… რასაც ერთობლივი მუშაობით მომავალში მივაღწევთ,,

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშიმარი ლე პენმა რუსული ბანკიდან 9 მილიონი ევრო მიიღო
შემდეგი სტატიაშავი ზღვის რუსეთის აკვატორიაში 68 დელფინი დაიღუპა