Pussy Riot-ის წევრი, დიდი ალბათობით, მოწამლეს – გერმანელი ექიმები

რუსული პანკ-ჯგუფი Pussy Riot-ის წევრი პიოტრ ვერზილოვი “დიდი ალბათობით” მოწამლული იყო – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გერმანული კლინიკა Charite-ს ექიმები, სადაც ვერზილოვი სამკურნალოდ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მოსკოვში მისი მდგომარეობა გართულდა. ამავე დროს, მედიკოსები ვერ ადგენენ კონკრეტულ ნივთიერებას, რამაც ინტოქსიკაცია გამოიწვია – “დოიჩე ველე” ავრცელებს.
ექიმების შეფასებით, პიოტრ ვერზილოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და მედიკოსები მის სრულ გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ. მიმდინარე მომენტისთვის ვერზილოვი ინტენსიური თერაპიის პალატაშია გადაყვანილი. ის ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 15 სექტემბრიდან გადის.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა სახარაში კედლის აშენების იდეა წამოაყენა
შემდეგი სტატიასაქართველო უნდა გახდეს მედეას აკვანი