პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი – მისი პირადი ბოსტანი – ენმ შაბათს აქციას აანონსებს

„დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი – ივანიშვილის პირადი ბოსტანი. ეს გააკეთა საკრებულოს ქართულმა ოცნებამ,“- ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა გააკეთა.

ზალიკო უდუმაშვილმა შაბათს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა.

„ეს ადგილი აღარ არის პუშკინის სკვერი. საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ამ ადგილს ჰქვია “ბიძინა ივანიშვილის პირადი გარაჟი”. ეს გადაწყვეტილება თბილისის სამარცხვინო უმრავლესობამ მიიღო,“ – აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.

მისი თქმით, საკრებულოს შენობასთან ნაციონალური მოძარობის მიერ გამართულ აქციაზე დაკავებულია მათი ათამდე თანამებრძოლი, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისში მიწების გადაცემას აპროტესტებს.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის გამართვას 13 ოქტომბრისთვის გეგმავს
შემდეგი სტატიაგიორგი ალიბეგაშვილი- ოპოზიცია შეეცადა, შოუ მოეწყო