პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დედაქალაქის მერია აბესაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ხელოვნურად გამოწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, დედაქალაქის მერია კი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. გარდა ამისა განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერია დაზარალებულებს სახლის სრულ რეაბილიტაციამდე ალტერნატიულ ფართით უზრუნველყოფით დაეხმარება.

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას აქვეყნებს.

“პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს 00:00 საათიდან 24 აპრილის დილის 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, მალის ნაშენის მოწყობა.

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, რაც განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს”. – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში”ეს პიროვნება ”ნაციონალური მოძრაობის” ენით გვესაუბრება”- კახა კალაძე კონგრესმენ სტივ რასელზე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყება