პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა 22 ივნისს ცალმხრივად გაიხსნება

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა 22 ივნისს ცალმხრივად გაიხსნება.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, საავტომობილო მოძრაობა გადაერთვება ახლადაშენებულ ესტაკადაზე, ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 4,752 მლნ ლარია.

banner
წინა სტატიაშიქალაქ ოზურგეთში 30 წლიანი პაუზის შემდეგ სანაპიროზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება
შემდეგი სტატია”საქართველოს ონკოლოგთა ასოცოიაცია” საგანგებო განცხადებას ავრცელებს