პურის მცხობელთა ასოციაციაში პურის გაძვირებას არ პროგნოზირებენ

უახლოეს მომავალში არ ვპროგნოზირებ პურის გაძვირებას, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გააკეთა.

მალხაზ დოლიძის განმარტებით, კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან აქტიურად მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში სექტორისთვის დახმარების რამდენიმე პაკეტი განიხილება.

„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამთავრობო სტრუქტურებთან მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მიდის მსჯელობა იმაზე როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მასობრივი მოხმარების პურზე ფასების მატება. კონკრეტული მექანიზმი შემუშავებული არ არის თუმცა მაგალითისთვის შესაძლოა განხილული იქნას დამატებული ღირებულების გადასახადის მოხსნა. როგორც ეს მაგალითისთვის ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში მოქმედებს. ან კიდევ შეიძლება განვიხილოთ ენერგომატარებლებზე და იმ კომპონენტებზე გარკვეული შეღავათების დაწესება, რომელიც პურის წარმოების პროცესში მონაწილებს“, – განაცხადა საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშითუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიაკონსილიუმის მოთხოვნები და რეკომენდაციები ბოლომდე შესრულებული არაა – ბურჯანაძე ციხის საავადმყოფოზე