21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა.

ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას მიიღეს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა, თეთრი პურის გაძვირებაზე მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეული სახეობის პურზე ფასი 5-10 თეთრით ნამდვილად მომატებულია.

მალხაზ დოლიძის თქმით, გაძვირება შეეხო, რეცეპტორულ პურის სახეობებს, შავ/რუხ დაჭრილ/შეფუთულ პურს.ჭრილ/შეფუთულ პურს.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა არ ხდება, გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა- ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე
შემდეგი სტატია500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა