ფურცელზე ტექსტი – “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ავტომანქანაში ნაპოვნ “მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე ტექსტი – “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება” – აცხადებს შსს.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი – ყოველგვარი სპეკულაცია, რომ სოციალურ პაკეტს აქვს წინასაარჩევნო ხასიათი, საფუძველს მოკლებულია
შემდეგი სტატიაბოკერია: ეს არის ქართველი ხალხის დაშინებისა და მოსყიდვის კომბინაცია