აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ თბილისში ვიზიტისას სიღრმისეული შეხვედრები გამართა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობისთვის ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამერიკულმა დელეგაციამ მოისმინა ოპოზიციის შეშფოთება 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ მათ მიმართ მოპყრობის, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეებისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. საელჩოს განცხადებით, დელეგაციამ მათ აშშ-ის მკაფიო პოზიცია გაუზიარა:
„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს“, — ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადების მიხედვით, შეხვედრები გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან.















