ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე ხელახლა კენჭისყრას აღარ აპირებს და შესაბამისად, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დატოვებს.

„პოლიტიკას საზოგადოების ნდობის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. ახლა ყურადღებას პარტიის ახლად არჩეული ლიდერის მხარდაჭერას დავუთმობ, როგორც პარტიის რიგითი წევრი“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ.

შეგახსენებთ, ფუმიო კიშიდა იაპონიის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.

banner
წინა სტატიაშიბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
შემდეგი სტატიაბოლნისში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს