პულკე – აცტეკების სასმელი

                                      პულკე - აცტეკების სასმელივინც იცნობს პულკეს, იცის, რომ მისგნ არ თვრებიან. უფრო სწორად – ცოტათი უცნაური რამ ხდება – სასმელი უჩვეულოდ მოქმედებს ორგანიზმზე – წერს BBC Travel.
თქვენ შეგიძლიათ საათობით სვათ პულკე და მისგან არ დათვრეთ, მაგრამ როცა ადგებით წასასვლელად, ნახავთ, რომ თქვენი ფეხები უჩვეულოდ მოძრაობენ, გონება განსაკუთრებულად მკაფიო გაქვთ და სხეული არ გემორჩილებათ.
პულკეს სანამ გასინჯავთ მექსიკელები გაფრთხილებენ – ეს მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის არის.
პულკეს ბევრი ლეგენდა უკავშირდება. თეთრი ფერის ქაფიანი სასმელი ტეკილას და ეველესის წინაპარია. სამივე სასმელი ერთიდაიგივე ოჯახის მცენარეებისგან მზადდება. პულკე მაგუეის ან აგავას წვენისგან მზადდება. მაგუეის ბუჩქს ზუსტად 12 წელი სჭირდება რომ წვენის ან აკვამიელის (aguamiel) გამოყოფა დაიწყოს – თაფლიანი წყლის მსგავსი წვენის. სითხე ბუჩქის მოჭრისთანავე იწყებს დენას და მას ალკოჰოლის შემცველობა ეზრდება თქვენს ყელში გადასვლასთან ერთად. როგორც წესი, მასში ალკოჰოლის შემცველობა 2-დან 8 %-მდეა.
ინდიელთა ზოგიერთი ჯგუფისთვის, რომლების მთიან რაიონებში ცხოვრობდნენ, პულკე რელიგიის შემადგენელი ნაწილი იყო, ასევე – თითქმის ყველა დაავადების წამალი დიაბეტიდან დაწყებული კუჭის პრობლემებით, ან ძილიანობასთან დაკავშირებული დარღვევევით დასრულებული (ამბობენ, რომ პულკე მდიდარია პროტეინებით, რამდენიმე სახის მინერალებით და ვიტამინებით). ამ თვისების გამო პულკე განსაკუთრებით მექსიკის იმ ადგილებში გამოიყენებოდა, სადაც წყლის ნაკლებობა ჰქონდათ. ორსული ქალები და მეძუძური დედები დღემდე სვამენ პულკეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
სასმელი ცნობილია, როგორც აცტეკების ღმერთების სასმელი.

banner
წინა სტატიაშიჰაკერებმა ფოტოდან თითების ანაბეჭდი გააკეთეს
შემდეგი სტატიააშშ-ის ახალი სანქციები მტრული