პულიცერის პრემია სროლის და ტრამპის ფინანსების გაშუქებისთვის გადასცეს

პულიცერიის პრემიის ლაურეატები გახდნენ New York Times-ი და Wall Street Journal-ი, რომლებიც დონალდ ტრამპის ფინანსების შესახებ წერდნენ და ასევე, Capital Gazette, რომლის რედაქციაშიც შეიარაღებული პირი შევარდა. მერილენდის გამოცემას პრემია არ აღუნიშნავს. ჟურნალისტებმა ჯილდო საკუთარ რედაქციაში თავდასხმის გაშუქების გამო მიიღეს. გაზეთის ხუთი თანამშრომელი სროლას ემსხვერპლა. ტრაგედიის მიუხედავად, თავდასხმის მეორე დღეს გაზეთი გამოვიდა. პირველი გვერდი კი დაღუპულ კოლეგებს მიეძღვნა. გაზეთის პრემია 100 ათასი დოლარია.

New York Times-მა პრემია მიიღო საგამოძიებო სტატიისთვის, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ გადასახადებისგან თავის არიდებას ეხებოდა. გაზეთი ირწმუნება, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი 1990-იან წლებში საეჭვო ოპერაციებში იყო ჩართული, ზოგიერთ შემთხევვაში კი – თაღლითურ სქემაში. გასული წლის ოქტომბერში ნიუ-იორკის საგადასახადო ინსპექციამ განაცხადა, რომ გაზეთის მასალების მიხედვით გამოძიებას აწარმოებს.

Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმაც ტრამპის შესახებ გამოძიების გამო მიიღეს პრემია. ეს გაზეთი პირველი იყო, რომელიც გაესაუბრა ქალებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ტრამპთან კავშირი ჰქონდათ, ასევე, დაწერა იმაზე, რომ ტრამპი მათ მოსყიდვას ფულით აპირებდა.
South Florida Sun Sentinel-მა პრიზი მიიღო საზოგადოებრივი მუშაობისთვის, მარჯერი დუგლასის სახელობის სკოლაში მომხდარი სროლის გამო. სტატია ეხებოდა იმას, თუ როგორ ცუდად არის მთავრობა ტრაგედიისთვის მომზადებული.

პულიცერის პრემიას 1917 წლიდან ყოველ წელს გასცემენ 21 კატეგორიაში. აქედან, 14 – ჟურნალისტიკის სფეროში, დანარჩენი: ლიტერატურაში, დრამატურგიაში, ისტორიასა და მუსიკაში (შვიდი კატეგორია).

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია, სულ რამდენიმე შენიშვნაა-მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიახუხაშვილი-ვენეციის კომისიამ გვითხრა – იუსტიციის საბჭო ავგიას თავლააო