“ფული არ მაინტერესებს, მაინტერესებს სიმართლე” – დემურ სტურუას დედა ხელახლა დაკითხეს

სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუას პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.

ნონა ჯოჯუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან გამოძიებას ყველა ის კითხვა გააცნო, რომელიც შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა.

“რა კითხვებიც მქონდა გამოძიებასთან, ჩემი შვილის მკვლელობასთან, წერილთან და ყველაფერთან დაკავშირებით, განიხილეს და ყველაფერს მიხედავენ. ფული არ მაინტერესებს, მაინტერესებს სიმართლე. მინდა ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს”,- აღნიშნა გადრაცვლილის დედამ.

ცნობისთვის, ჯოჯუას ხელახალი დაკითხვის მიზეზი მისი განცხადება გახდა, რადგან ის დარწმუნებული აღარ არის, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე ბრალდებულმა პოლიციელმა მიიყვანა. საქმეზე მესამე პირის მონაწილეობაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ წერილი მის შვილს მუქარით სხვამ დააწერინა.

ცნობისთვის, დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გადრაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა.

banner
წინა სტატიაშისარფის საბაჟოზე მიმოსვლა თავისუფალია
შემდეგი სტატიაბორის აკუნინი (ჩხარტიშვილი): პუტინი უფრო უჭკუო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა