ადვოკატ რობერტ გრიგალაშვილის თქმით, გრიგოლ ლილუშვილის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებს ფული არ ამოუღიათ.
მისივე განცხადებით, მხოლოდ მეხსიერების ბარათები და მობილური ტელეფონია ამოღებული.
კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არაფერი ამოუღიათ, ფული არ ამოუღიათ. მეხსიერების ბარათები და მობილური ტელეფონია ამოღებული“, – განაცხადა გრიგალაშვილმა.
სუს-ის ექს შეფის სახლში ჩხრეკა დაახლოებით ორი თვის წინ ჩატარდა.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.
















