„ფუკასავით აგვაცალეს მთელი მერია ცხვირწინ, ბათუმელები არ იმსახურებდნენ ამას” – ქამადაძე

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აჭარაში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებს მმართველ გუნდის არაეფექტიან მუშაობას უკავშირებს და ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მირდატ ქამადაძემსურვილი გამოთქვა, თავდებში ჩაუდგეს დაკავებულების ნაწილს.

„ფუკასავით აგვაცალეს მთელი მერია ცხვირწინ. ბათუმელები არ იმსახურებდნენ ამას. აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რაც შეეხება ამ რიგით საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან მახინჯი სისტემის მსხვერპლი, მე, საკრებულოს წევრი ხმამაღლა ვაცხადებ, რომ პირადად ვიღებ ამ ადამიანებზე ვალდებულებას და ვუდგები ნაწილს თავდებად“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

banner
წინა სტატიაშიარაადეკვატური იყო რეაქცია იმ დოკუმენტის მნიშვნელობისა, რაც მას რეალურად ჰქონდა – თურნავა “ანაკლიის კონსორციუმს” პასუხობს
შემდეგი სტატია“რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ” – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს