პუჩდემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა

კატალონიის მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა, მისმა მოადგილემ ორიოლ ჟუნკერასმა და ასევე პარლამენტის სპიკერმა კარმე ფორკადელმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

 

ცოტა ხნით ადრე კი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პუჩდემონმა დამოუკიდებლობის გამოცხადების გადავადება ითხოვა, რათა ოფიციალურ მადრიდთან დიალოგის საშუალება მისცემოდა. 2 ოქტომბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს, კანონის ფარგლებში, ვერ ჩაატარებს.

კატალონიის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა.

https://youtu.be/g1nD_JgmkAk

banner
წინა სტატიაშირუსეთში მწვრთნელმა აღსაზრდელს ჰოკიჯოხი ურტყა (ვიდეო)
შემდეგი სტატიავის აწყობდა ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი-შალვა ნათელაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს