“პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი გაათავისუფლეს

“პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი გაათავისუფლეს.

გამოცემის განცხადების მიხედვით, მგალობლიშვილს პოლიციამ გაუცხადა,რომ იგი “სხვაში შეეშალათ.”

ჟურნალისტი ჰყვება, რომ დაკავებისას პოლიციელები ცდილობდნენ დაეზუსტებინათ, ნამდვილად იყო თუ არა იგი მამუკა მგალობლიშვილი

“პუბლიკის“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი, რომელიც ცოტახნის წინ პოლიციამ დააკავა, გაათავისუფლეს.

მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი სახლთან, ტაქსიში ჩაჯდომის დროს დააკავეს. როგორც ის ჰყვება, მის მანქანასთან ორი პოლიციელი მივიდა და მანქანაში ჩაისვეს. ეკითხებოდნენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აზუსტებდნენ, იყო თუ არა მამუკა მგალობლიშვილი. ჟურნალისტმა მათ წარუდგინა სამსახურებრივი პრესბარათიც.

ბასტი მგალობლიშვილი, დაახლოებით, 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში უკანონოდ დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მოიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ.

“პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მათი პასუხიც გავრცელდება”, – წერია “პუბლიკის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი – ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია – უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა გირაოს თანხა
შემდეგი სტატიალაშა ჩხარტიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა