პუბლიკა- რა წერია დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში – პუნქტები

„პუბლიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია, თუ რა წერია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.

 წყაროს ცნობით:

ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო.
გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს“ მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ნოემბერში.
გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.
ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს…
შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.
ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი.
„პუბლიკის“ წყაროს ცნობით, არჩევნების თაობაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რამაც გამოიწვია მედიაციის პროცესის შეფერხება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გასულები არიან დოკუმენტის ახალი ფორმულირებისთვის. შეხვედრა გრძელდება.

ეს ინფორმაცია წარმოადგენს პუნქტების შინაარსს და არა მათ ზუსტ ფორმულირებას.

წყარო: პუბლიკა

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: მეუფე სტეფანე, რუსეთის „მეხუთე კოლონის” წარმომადგენელია – ექსკლუზიური ინტერვიუ
შემდეგი სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ