პუბლიკა: 18 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციელი 3 დღეში გამოუშვეს – ის შს მინისტრის მამაა

გამოცემა პუბლიკა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 12 წლის წინ პოლიციელ დავით გელაძეს ბრალად 18 წლის ბიჭის მკვლელობა ედებოდა, თუმცა იგი 3 დღეში გაათავისუფლეს და გირაო შეუფარდეს.

მათივე ცნობით, იგი დღევანდელი შსს-ის მინისტრის, გელა გელაძის მამაა.

პუბლიკა წერს, რომ პროკურატურა და სასამართლო განაჩენის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ პერიოდში დავით გელაძე კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო მისი შვილი, გელა გელაძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიისრაელში 17 ადამიანი დაშავდა, ირანის რაკეტები ქვეყნის ჩრდილოეთით აფეთქდა – შეტევის შედეგები
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – რუმინეთის პრეზიდენტს საგანგაშო სიმართლე გადავეცი: საქართველოში არჩევნების მანიპულირება მოხდა და რეჟიმი ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს