უკრაინელმა მებრძოლებმა მოკლეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტარული დანაყოფის – ფსკოვის 76-ე , გვარდიული დივიზიის მეთაური, პოლკოვნიკი აბულაზიზ შიჰაბიდოვი – ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული არხები და დაღესტნის ონლაინ-არხები წერენ (შიჰაბიდოვი დაღესტნელია).
გარემოებები, რა დროსაც მოხდა პოლკოვნიკის ლიკვიდაცია, არ გახმაურებულა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ შიჰაბიდოვი დღეს, მოსკოვის ტროეკუროვსკის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძლეს.
აღსანიშნავია, რომ შიჰაბიდოვი დივიზიის მეთაურად თავად ვლ. პუტინმა, 2025 წლის მარტში დანიშნა, ხოლო მალევე შეაქო დივიზია “ფრონტზე ყოველდღიური წარმატების” გამო.
ამის შემდეგ შიჰაბიდოვის მშობლიურ დაღესტანში პოლკოვნიკი, ფაქტობრივად, გააკერპეს: გზებზე მისი ბილბორდები გაჩნდა, სკოლებში კი მოსწავლეებს სთხოვდნენ, აბდულაზიზის პორტრეტები დაეხატათ.
ფსკოვის დივიზია რუსეთ-უკრაინის ომში 2014 წლიდან მონაწილეობს.
დივიზიის მებრძოლები დისლოცირებული იყვნენ ბუჩაში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა არაერთი ომის დანაშაული ჩაიდინეს.