ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის შსს-მ ისრაელის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია – ისრაელის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ჰ.ა.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის სამგზავრო ბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 080 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში დააკავეს 26 წლის მამაკაცი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იძებნებოდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი “ბიზნეს პროფაილინგი” დაემატა