ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს – მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება – ვოლსკი

ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს – კომპეტენტური სამედიცინო ჯგუფი ახორციელებს 24 – საათიან დაკვირვებას, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია ყველაფრით, რაც პატიმარს შეიძლება ჰქონდეს.

„გეტყვით, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი და არა „ქართული ოცნების“ წევრი. საკანში გაძლება საკმაოდ რთულია, მაგრამ წარმოიდგინე, ათასეულობით ადამიანი, ვინც უძლებდა იმ სადისტური წამების ციხეს, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. იმ პირობებში, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, რასაკვირველია, მისთვის უზრუნველყოფილია ყველაფერი, რაც შეიძლება პატიმარს ჰქონდეს, სამედიცინო მომსახურება, დამოკიდებულება მის მიმართ. ეს არის უშველებელი სხვაობა, რაც მან ციხეებში შექმნა, უამრავი ადამიანი ყოველწლიურად სიცოცხლეს გამოასალმა, მაგრამ თავისი ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს, შესაძლოა მას თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს იმ მდგომარეობისადმი, რომელშიც დღეს იმყოფება და კვლავ პრეზიდენტის განცხადებებს აკეთებს სასამართლოს დარბაზში.

საკმაოდ კომპეტენტური სამედიცინო ჯგუფი მასზე ახორციელებს ყოველდღიურ, 24 – საათიან დაკვირვებას, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. თუკი ასეთი რამ მოხდა, როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს, აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას, თუ საჭიროა საავადმყოფოში გადაყვანას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის თქმით, მას აქვს საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნის არ სჯეროდეს:

„მაქვს საფუძველი არ მჯეროდეს, რომ ცუდად არის, მაგრამ ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, როდესაც დატყვევებულია იმის გამო, რაც ჩაიდინა და მისი დანაშულებები ძალიან მძიმეა, რასაკვირველია, შესაძლოა კიდევაც სიმულირებდეს გარკვეულ ცუდად ყოფნას, მაგრამ არ მაქვს საფუძველი სამედიცინო ენით ვილაპარაკო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჩვენმა ქვეყნებმა უკრაინის საკითხზე ერთობლივად მისცეს ხმა გაერო-ში, ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ – სენატორი კრის კუნსი
შემდეგი სტატიამომავალ კვირას კონგრესს დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა უნდა გავუგზავნო, რათა მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა შეუფერხებლად მიედინებოდეს – ბაიდენი