ფსიქიკური პრობლემები, ეჭვიანობა და ჭორაობის სიყვარული – ივანიშვილის პორტრეტი ელდარ გოგოლაძისგან

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა.

ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება. ელდარ გოგოლაძემ “ქართუში” 8 წელი იმუშავა, აქედან 5 წელი მან პირადად ივანიშვილთა იმუშავა და მასთან საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდა.

ინტერვიუში გოგოლაძე ივანიშვილის პიროვნულ თვისებებსა და ფსიქიკურ მდგომარეობასაც შეეხო.

ელდარ გოგოლაძე ამბობს, რომ ივანიშვილი თავისებურად ნიჭიერი ადამიანია, არის საკმაოდ გამჭრიახი და აქვს დიდი პრეტენზია, რომ მისი ძლიერი მხარე, ადამიანების ცნობა და გამორჩევა შეუძლია.

“მაგალითად, ჩემთვის მას უთქვამს, რომ ის ბანკის მმართველის მოადგილეს და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტებს სიტყვა სიტყვით, მოსკოვში ლიფტიორებისგან და ახრანიკებისაგან აკეთებს…. ეს ჩემს გასაგონად თქვა, იქ შედარებით ასაკიანი და ბიოგრაფიანი მე ვიყავი. რომ მე ბანკის მმართველის მოადგილეებს და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტებს ვაკეთებ ლიფტიორებისგან და ახრანიკებისგან”, – ამბობს ელდარ გოგოლაძე.

ნიკა გვარამიას კითხვას, არის თუ არა ის სტაბილური ფსიქიკის ადამიანი, რესპოდენტი პასუხობს, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, შეიძლება თვეების ან კვირების მანძილზეც. თავდაპირველად მას ფსიქიატრიული ცნობა გამოცდების გადასავადებლად დასჭირდა, ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსია მოყვა.

“სინამდვილე რაში იყო არ ვიცი, ძნელია ამის თქმა. მართლაც იწვა, დიაგნოზი უნდა ყოფილიყო საკმაოდ მძიმე, იმიტომ, რომ, კონკრეტულად არ უთქვამს, მაგრამ მერე თქვა, რომ როცა გამომწერესო, ხანდახან ასეთი აბდაუბდა საუბარიც იცის, რაღაც დოკუმენტი გამომაყოლეს იქიდან, რომლის გამოც სამსახურის დაწყების საშულებაც არ მქონდაო. ის ნამდვილად იწვა, შეიძლება კვირეების შეიძლება თვეების განმავლობაში.

ეს დოკუმენტი “ფსიქო” არ არის, ეს იყო სახელმწიფო სამედიცინო საატესტაო კომისია, თქვა, რომ იქ რაღაც დოკუმენტი შედგა, რომლის გამოც მე სამსახურის დაწყებაც არ შემეძლოო, ნუ ეს სავარაუდოდ, უნდა იყოს ინვალიდების პირველი ჯგუფი. ფსოქოატრიული დაავადების გამო”, – იხსენებს ის.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ამას საკითხს არ განიხილავდა, მაგრამ ლაპარაკობს ადამიანზე, რომელიც ქვეყანას მართავს. სტუმარმაც აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში ისიც არ მოყვებოდა ამ ამბავს, რადგან ამ თემაზე საუბარი საკმაოდ უხერხულია.

– მიყვებით ფაქტიურად იმას, რომ 8 წელი ქვეყანა არის “ფსიხის” მართვის ქვეშ, ბოდიში, არავისთან შეურაცხყოფა, მაგრამ ქვეყანას თუ მართავ?

– ეს ალბათ პროფესიონალ ფსიქიატრს უნდა ჰკითხოთ. მე ექიმი არ ვარ.

– როგორ მოიშორა ეს ყველაფერი, როგორ განიკურნა?

– ამაზე საუბარი, როგორ განიკურნა არ ყოფილა, მაგრამ მისი ცხოვრების წესი, ძილი 10 საათზე, დილას გარკევულ დროს გაღვიძება, კვების რეჟიმი. პედანტიზმი არ არის, მე მგონი ეს უფრო არის მედიკების რეკომენდაცია და დადგენილი ცხოვრების წესი. სავარაუდოდ, ფსიქიატრების რეკომენდაცია, ის გაურბის დიდ დატვირთვებს, მოსკოვშიც, ის სამსახურში დადიოდა 3 დღეს კვირაში, შემდეგ გადავიდა 2 დღიან რეჟიმზე, დადიოდა ოთხშაბათობით და პარასკევობით, ნუ ინვესტორი იყო და შეეძლო. რამდენადაც მე ვიცი არანაიირ სხვა დაავადება მას არ სჭირს. ეს ისეთი მძიმე თემაა.

გვარამიას კითხვას, სმენია თუ არა, რომ მისი პათოლოგიური ეჭვიანობის შესახებ ყველას მიმართ, ჭორაობის მიმართ, ფარული მიყურადების კადრების შესახებ, ელდარი პასუხობს, რომ ჭორაობა მას ნამდვილად უყვარს, რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახვე კადრებს, რაზეც ამბობენ, რომ ყველა მსგავსი კადრები ნანახი აქვს და მისი ხელდასხმით გავრცელდა, ის ამბობს, რომ სავსებით შესაძლებელია.

“ჩემი იქ მუშაობის დროს ჩვენ არავის არ ვიწერდით და არაფრისთვის ერთად არ გვიყურებია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, დასაშვებად მივიჩნევ. სოფლის ჭორები ბავშვობიდან იცოდა სულ ყევლას შესახებ ყველაფერი, უბანში, ერთხელ ვკითხე საიდან, იქ შემოდგომას ქალები რომ დასხდებოდნენო, სიმინდს რომ ტეხდნენ თუ ლობიოს, იქ ვისმენდიო.

ჭორაობა აშკარად უყვარდა და არის უზომოდ ეჭვიანი, ნებისმიერ ადამიანზე მასთან ვინც მუშაობენ. მარტო ის არაა ეჭვიანი, ეჭვიანი იყო ედუარდ შევარდნაძეც, ცუდის მოსმენა ადამიანზე, ამას გაცილებით სიამოვნებით ისმენენ, ასეთ ინფორმაციას”, – ამობს ის.

ელდარ გოგოლაძე ამბობს, რომ ივანიშვილს გუნდელები არ ჰყავს, შეიძლება ითველბა, რომ მის გარშემო არის გუნდი, მაგრამ მისი აზრით, ივანიშვილი ასე არ თვლის. “მემგონი ბიძინასთვის დროებითი გამოყენებითი მასალაა”.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიამ ზუგდიდის ბანკის მძარცველის ვინაობა დაასახელა
შემდეგი სტატიაჰქონდა მცდელობა პატრიარქზეც მოეპოვებინა კომპრომატები – ელდარ გოგოლაძე ივანიშვილზე