“ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ფიზიკური შეზღუდვის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას სისტემატური ხასიათი აქვს”

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

ომბუდსმენის ოფისისის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღწერილია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მძიმე მდგომარეობა, სადაც პაციენტთა გარდაცვალების ფაქტები შემაშფოთებელია. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა რესურსების მკვეთრ ნაკლებობას განიცდის. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვიზიტის განხორცილებისას, მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო არა ერთი შეტყობინება პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, მონიტორინგმა ცხადჰყო, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ფიზიკური შეზღუდვის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას აქვს სისტემატური ხასიათი.

“პაციენტთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ხშირად ხდება მათი დაბმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რა პერიოდშიც მათზე არ ხდებოდა ადეკვატური ზედამხედველობა”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მისი შეფასებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იმყოფებიან პაციენტები, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ უვადო პაციენტები, “რომლებიც თვეებისა და წლების მანძილზე გაუსვლელად იმყოფებიან სტაციონარში, რადგან ახლობელი მათ სახლში წაყვანას თავს არიდებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს პაციენტთა გარდაცვალების ფაქტები,“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი: ევროპის ქვეყნებისთვის სრულიად ახალი პერიოდი იწყება
შემდეგი სტატიაპრემიერის მეთაურობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა