ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის ნაწილი მდინარემ დაანგრია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 12, 2019 12:26

ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის ნაწილი მდინარემ დაანგრია

ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის ნაწილი მდინარე სტორიმ დაანგრია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას პოლიცია არეგულირებს.

“მდინარეში წყლის დონე არ მომატებულა,თუმცა მიმართულება შეიცვალა, გზის ერთ მონაკვეთს ძირი გამოცალა და მოანგრია.აღნიშნულ ტერიტორიაზე შეზღუდვებია და მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. სამუშაოებს ხვალ დილიდან დავიწყებთ. ადგილზე გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან, ტექნიკაც მობილიზებულია. შევეცდებით მოკლე დროში მოხდეს გზის გამაგრებითი სამუშაოები”, – განაცხადა თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მდინარე სტორის ადიდებამ სოფელ ლეჩურთან არსებული, თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის დაახლოებით 150 მეტრი სრულად დაანგრია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 12, 2019 12:26