ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე დიდთოვლობის გამო მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ17 მონაკვეთზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიოთო კახიძე: სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება პარანოიაა, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს
შემდეგი სტატიასოხუმში ტელევიზიის აფეთქების ადგილიდან ვიდეო ვრცელდება