ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-მდე მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე ჩამოსული მიწა-კლდის შვავების და ღვარცოფული მოვლენების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო აღნიშნული გზის 52-ე კმ-მდე, – ამის შესახებ „თაიმერს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, თუშეთის მიმართულებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ.

banner
წინა სტატიაშიჰოლივუდის დიდების ხეივნიში ტრამპის ვარსკვლავი გაამრავლეს
შემდეგი სტატიამაშველებმა ტობავარჩხილის გზაზე ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეები უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს