ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მიწა-კლდის მასა ჩამოწვა და გზის 80 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, დღეს, დილას ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე განმეორებით ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა და გზის 80 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

მათივე ცნობით, მცირე ჩამონაშალი იყო ასევე, აღნიშნული გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე, სადაც თუშეთისკენ მიმავალ ტურისტებს გზა ჩაეხერგათ. შესაბამისი ტექნიკით გზის წმენდა ორივე მხრიდან მიმდინარეობს, რათა ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა უმოკლეს ვადებში მოხდეს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე, გუშინ საღამოდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ.

ამ დროისათვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ43-კმ72 მონაკვეთი სრულად გაწმენდილია. 28-ე კმ-ზე კი გზის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილის მორიგი სკანდალი – ზვიად გამსახურდიას ოჯახი განმარტებებს იმ განცხადებაზე ითხოვს, სადაც ის პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმურს უწოდებს
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნები – დავით უსუფაშვილმა კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკო-ში განაცხადი შეიტანა