ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მანქანა გადავარდა – არის მსხვერპლი

ავარია ფშაველი-აბანო -ომალოს დამაკავშირებელ გზაზე – გარდაიცვალა ერთი ადამიანი, 2 მძიმედ დაშავდა.

მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი მგზავრი კი სხვადასხვა დაზიანებებით სავადმყოფოში მოათავსეს. მათ ამ წუთებში მედიკოსები აკვირდებიან.

banner
წინა სტატიაშითბილისში ქალი მოკლეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ჯი ემ სი“ საქმიანობას აფართოვებს