ფრთხილად, რუსული ვეშაპი!!!

რუსეთში შექმნილი კომპიუტერული თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომელიც ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს, ჩეხეთშიც გავრცელდა. ადგილობრივი შსს ცნობით, ბოლო დროს სუიციდის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. სამართალდამცავები მათ „ლურჯი ვეშაპის“ გავლენას მიაწერენ.
თამაში ვრცელდება სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში. პირველ ეტაპებზე მონაწილეები სხვადასხვა სახის დავალებას ასრულებენ, ბოლოს კი მათ სთავაზობენ თვითმკვლელობის ჩადენას.
ამ თამაშის შედეგად გამოწვეული სუიციდის შემთხვევები ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.

წყარო: ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია

banner
წინა სტატიაშიგია მაისაშვილი: მადლიერი ვარ ყოველი წუთისთვის, სიცოცხლე მშვენიერია!
შემდეგი სტატია“უნდა დავცინო ნაცმოძრაობას”-სესიაშვილი პროკურატურაში საჩივარს დღეს შეიტანს