პროვოკატორების ჯგუფი, რომლებიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლებს ლაზერს ანათებენ და ხელს უშლიან, სახეს პლედებით იმალავენ.
საუბარია, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სასტუმროში გამაგრებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც დეპუტატის კუთვნილი სასტუმროს აივანზე ამ წუთებშიც იმყოფებიან. მათ თან აქვთ ლაზერები, რომელსაც გამომსვლელებს ანათებენ.
“ოცნების” მომხრეების სამიზნე იყო რამდენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილიც.