,,პროვოკაციულ კითხვაზე, როგორ ვაპირებთ პანკისის ჩიხიდან გამოსვლას, გიპასუხებთ, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ”

პროვოკაციულ კითხვაზე, თუ როგორ ვაპირებთ ჩიხიდან გამოსვლას, გიპასუხებთ, რომ გონივრული მიდგომებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება, იმ პირდაპირ ვიტყვი, პროვოკაციულ შეკითხვებს, მაგალითად – როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან, მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს, გადაცდომის ფარგლები სად იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო ჩემთვის გახლავთ ის, რომ სოციალური პროტესტი, რომელიც იქ აღმოჩნდა, სახელმწიფოს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება ამის პროგნოზი გაეკეთებინა და ვერ გააკეთა, სადღაც შეცდომა მოხდა და გავარკვევთ რა მოხდა.

ახლა რაც შეეხება შემდგომ გეგმებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ერთი სრული უფლებამოსილება და ვალდებულება ჰქონდა იქ ყოფილიყო იმდენი ძალით, რამდენითაც იქნებოდა საჭირო.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კონკრეტულ გეგმას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის ეფექტური დაძლევა. ამაში თუ დაგვეხმარებით მადლობას გეტყვით. მინდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში სრული კონტროლის ქვეშ დააყენოთ ეს პროცესი, ოღონდ პოზიტიური კონტროლის ქვეშ. ისე კი არა, რომ აი ამ ტრიბუნიდან ჩიხში შეგვიყვანოთ და ის გვითხრათ – რას უზამთ ახლა, დაიჭერთ 100 ადამიანს თუ არ დაიჭერთ? მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორიც არის ქვეყნის ინტერესები და მოქალაქეების ინტერესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში,,დაღლილი გამოიყურებიო მითხრეს, დაღლილი კი არა, უკიდურესად უინტერესოა ეს ყველაფერი…გულგატეხილი ვარ”
შემდეგი სტატიათბილისში მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა