პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთისგან მკაცრი პასუხი მოჰყვება – ზახაროვა

პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, დასავლეთის ქვეყნების მრჩევლები, რომლებიც რჩებიან უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ასეთი დანაშაულებრივი ქმედება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს. ვისურვებდი, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა სერიოზულად მიიღონ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ უკრაინის შემდგომი პროვოკაცია რუსულ ობიექტებზე დარტყმის კუთხით აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს. ჩვენ არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების შემდგომ გამოცდას. რუსეთს გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს სპეცოპერაციის დასახულ მიზნებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთს ლიბიიდან დაქირავებული მებრძოლები გაჰყავს – შესაძლებელია, ისინი უკრაინაში გაიგზავნონ – უკრაინული მედია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის შეხვდა