15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

პროუკრაინელმა პარტიზანებმა ლიპეცკში რუსი სამხედროების ელმავალი გაანადგურეს

პროუკრაინელმა პარტიზანებმა ლიპეცკში რუსი სამხედროების ელმავალი გაანადგურეს. ინფორმაციას პარტიზანული დაჯგუფება საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, როგორ ასხამენ Atesh-ის წევრები აალებად სითხეს ელმვალის შიგნით და შემდეგ ცეცხლს უკიდებენ. თავდასხმის მეორე ვიდეოში ჩანს, რომ ელმავალი მთლიანად ცეცხლშია გახვეული.

განადგურებულ ელმავალს რუსი სამხედროები უკრაინის სუმის ოლქის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის იყენებდნენ.

“მწყობრიდან გამოსული ელმავალი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას სამხედრო მატარებლების გადაზიდვაში, რაც ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის ლოგისტიკური სისტემის კიდევ ერთი ელემენტი შეჩერდა” – დაწერა Atesh-მა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა 5 000 ამერიკელი სამხედრო გერმანიიდან პოლონეთში გადაიყვანოს
შემდეგი სტატიაპუტინი: ერევნის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს