15.1 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: მადლიერება ეკუთვნის წმინდა სინოდს, ყველაფერი შესრულდა ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განუცხადა, რომ პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ეს წმინდა ლიტურგიაშია ჩართული.

მან გაფართოებულ კრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უდიდესი ღირსებით და მოწესრიგებულობით ჩატარდა გაფართოებული კრება.

„უდიდესი პატივისცემა და მადლიერება ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ იოტისოდენა ეჭვიც კი არ არსებობს საღვთო სამართლიანობასთან დაკავშირებით, ყველაფერი შესრულდა ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო.

აღსაყდრების მსახურება არის დიდკურთხევანში. პატრიარქის ღირსებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესია საპატრიარქო ღირსების გახლავთ, პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ეს წმინდა ლიტურგიაშია ჩართული. უპირატესი მღვდელმთავრები მსახურობენ, ეს ყველაფერი გაწერილია. აღსაყდრების წესი უკვე ცალკეც არის აღებული კურთხევანიდან და შესაძლოა გამოქვეყნდეს, ყველას შეეძლება უყუროს“,- აღნიშნავს მამა გიორგი ზვიადაძე.

ცნობისთვის, ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

banner
წინა სტატიაშიან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, ახ­ლა­დარ­ჩე­ულ­მა პატ­რი­არ­ქმა, შიო მე­სა­მემ და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნოს
შემდეგი სტატიასვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც ახალი კათოლიკოს პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა