პროტესტის უკიდურესი ფორმა – ზუგდიდში 5-მა მოშიმშილემ პირი ამოიკერა

შიმშილობის მე-6 დღე ზუგდიდში – დევნილთა ჯგუფი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გადადგომას ითხოვს. მოშიმშილეების განმარტებით, დევნილებისთვის გადასაცემი ბინების განაწილება კორუფციული სქემით ხდება და მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, მათ საცხოვრებელი ფართებით არ აკმაყოფილებენ.

5-მა მოშიმშილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

აქციის მონაწილე ლალი შონია აცხადებს, რომ სამინისტროდან არავინ მისულა და მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელს შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანება „სასინჯი კონტროლი“ ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზს ასახელებს
შემდეგი სტატიაუმჯობესი იქნებოდა ზოგადად იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს ვეტო – გიორგი მარგველაშვილი