პროტესტის ნიშნად “ლიტერას” კიდევ ერთი კონკურსანტი, ეკა ქევანიშვილი ტოვებს

მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ კონკურს “ლიტერაში” ერთი ჟიურის წევრი დანიშნა პროტესტის ნიშნად “ლიტერა” კიდევ ერთმა კონკურსანტმა – ეკა ქევანიშვილმა დატოვა.

“ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი “ზემოდან” დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში.

ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. “ლიტერას” გულშემატკივრობით. მაგრამ არა.

მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს”, – წერს ეკა ქევანიშვილი.

ქევანიშვილი მე-5 მონაწიელა, რომელიც პროტესტის ნიშნად “ლიტერას” ტოვებს. ქევანიშვილის მსგავსი მიზეზით კონკურსიდან კანდიდატურა დღეს ირაკლი კაკაბაძემაც მოხსნა.

წინა სტატიაშიფონ კრამონი: ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტიით
შემდეგი სტატიანიკა მელია პარლამენტს ტოვებს